საზოგადოება
05.10.2020 13:24
5 ოქტომბერს მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღინიშნება
5 ოქტომბერს მასწავლებელთა საერთაშორისო დღე აღინიშნება. აღნიშნული თარიღის დაარსების მთავარი მიზანი მასწავლებელთა ღვაწლის დაფასება და საზოგადოების განვითარებაში შეტანილი წვლილისათვის მადლობის გადახდაა.
მასწავლებელთა საერთაშორისო დღის აღნიშვნა სათავეს 1994 წლის 5 ოქტომბრიდან იღებს. ამ დღის დაწესების იდეა რამდენიმე პედაგოგიურ ორგანიზაციას ეკუთვნის. 5 ოქტომბერს, პედაგოგები პროფესიულ დღესასწაულს ყოველწლიურად მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში ზეიმობენ.
„მინდა, ყველა პედაგოგს მივულოცო მასწავლებლის საერთაშორისო დღე. გილოცავთ სისტემიდან წასულ პედაგოგებს - მადლიერებით, სიყვარულით, პატივისცემით. გილოცავთ მოქმედ პედაგოგებს - ასევე მადლიერებითა და კიდევ უფრო მეტის კეთების სურვილით. გილოცავთ ახალბედა მასწავლებლებს - წინა თაობის კარგი გამოცდილების გაზიარებისა და სიახლეების დანერგვის სურვილით, გვეიმედებით... მოგეხსენებათ, დღეს, 20:00 საათზე, მასწავლებლის საერთაშორისო დღეზე, 2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გამოვლინდება. გორი გულშემატკივრობს მარიკა ვართუმაშვილს. ვუსურვებ წარმატებებს ჩვენი რეგიონის და ქვეყნის სასახელოდ“, - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა.
კვირის ამბები