საზოგადოება
05.10.2020 11:50
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი დღეს გამოვლინდება - გორი მარიკა ვართუმაშვილს გულშემატკივრობს
დღეს, 20:00 საათზე, მასწავლებლის საერთაშორისო დღეზე, 2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გამოვლინდება. განათლების კოალიციის ინიციატივით და მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნულ ცენტრთან პარტნიორობით მიმდინარე მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსის ფარგლებშიგამოვლენილი 5 ფინალისტიდან, ერთ-ერთი
ქვეყნის საუკეთესო პედაგოგის ტიტულის მიიღებს.
შეგახსენებთ, 2020 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ფინალისტები, 5 სექტემბერს, 2019 წლის მასწავლებლის გლობალური ჯილდოს გამარჯვებულმა, პიტერ ტაბიჩიმ დაასახელა. გორის N12 საჯარო სკოლის გეოგრაფიის მასწავლებელითან, მარიკა ვართუმაშვილთან ერთად, საუკეთესო ხუთეულში მოხვდნენ: სოფიო გოგოხია – აფხაზეთის N10 საჯარო სკოლის სახვითი და გამოყენებითი ხელოვნების და ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელი; მასწავლებელი; ანა კინწურაშვილი – თბილისის კერძო სკოლა ქორალის მათემატიკის მასწავლებელი; თეონა შერაზადიშვილი – ონის მუნიციპალიტეტის სოფელ ღარის და სიმონ სხირტლაძის სახელობის ქალაქ ონის საჯარო სკოლის ქართული ენისა და ლიტერატურის მასწავლებელიდა ელზა ხარშილაძე – საჩხერის მუნიციპალიტეტის სოფელ ნიგვზარის საჯარო სკოლის ფიზიკის მასწავლებელი.
„როცა კონკურსში იღებ მონაწილეობას თვისთავად ფიქრობ, რომ გაიმარჯვებ. ხუთეულის წევრობა და ფინალში მოხვედრა უკვე დიდი წარმატებაა. ვთვლი, რომ ერთ-ერთი საუკეთესო ვარ იმ ხუთ ფინალსიტს შორის. თუმცა ისინიც წარმატებული საქმიანობის შედეგად მოხვდნენ ფინალში. ყველაფერი ჟიურის შეფასებაზაე დამოკიდებული და იმედი მაქვს ობიექტურად გამოვლინდება ჯილდოს მფლობელი, რომელიც მთელი წლის განმავლობაში ღირსეულად ატარებს ამ სტატუსს,“ - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას მარიკა ვართუმაშვილმა.
შეგახსენებთ, მასწავლებლის ეროვნული ჯილდო საქართველოში პირველად 2017 წელს ჩატარდა, განათლების კოალიციის ინიციატივით და უკვე მეოთხე წელია, რაც მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციას, პრესტიჟის ზრდას, წარმატებული მასწავლებლების გამოვლენასა და ფართო საზოგადოების წინაშე მათ წარდგენას ემსახურება.
 
 
 
 
 
 
 
კვირის ამბები