კულტურა
19.10.2019 13:13
ცხინვალის თეატრი შიდა ქართლის რეგიონში საოკუპაციო ხაზის გასწვრის არსებულ სოფლებში „ჯაყოს“ დადგამს

,,არა ოკუპაციას! არა სეპარატიზმს! არა ძალადობას! არა ადამიანის უფლებების უხეშ დარღვევას! -
21 ოქტომბერს, სოფელ ატოცში, ღია ცის ქვეშ, 14 საათზე, გაიმართება სპექტაკლი „ჯაყო“, რომელიც განხორციელებულია დიდი კლასიკოსის, მიხეილ ჯავახიშვილის რომანის „ჯაყოს ხიზნების“ მიხედვით, რომელშიც მაღალმხატვრულადაა ასახული ყველა ზემოთ ჩამოთვლილი პრობლემა! თეატრი მადლობას უხდის ბატონ დიმიტრი სანაკოევს და მის ადმინისტრაციას, შიდა ქართლის სამხარეო ადმინისტრაციას, საპარლამენტო უმრავლესობის აპარატს და განსაკუთრებით - ბატონ გელა ზოზიაშვილს, პროექტის მხარდაჭერისთვის", - აღნიშნულ  განცახდებას ცხინვალის ივანე მაჩაბლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი ავრცელებს.

ინფორმაციას თანახმად, თეატრალური წარმოდგენები ასევე გაიმართება საოკუპაციო ხაზთან მდებარე რამდენიმე სოფელში: დვანში: 22 ოქტომბერს, 15 საათზე; სოფელ ზემო ნიქოზში - 23 ოქტომბერს, 15 საათზე და სოფელ არბოში- 24 ოქტომბერს, 15 საათზე. დასწრება თავისუფალია.
შეგახსნეებთ, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლები ქარელის მუნიციპალიტეტის სოფელ ატოცში დღეს დილით გამოჩნდნენ და იმ ადგილზე, სადაც რამდენიმე თვის წინ ე.წ. სასაზღვრო ნაგებობებისთვის გათვალსიწინებული ბოძები დაამონტაჟეს, ლითონის ბადეები მიიტანეს.

კვირის ამბები