დღეს, გიორგი ერისთავის სახელობის დრამატული თეატრი, უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალში 176-ე შემოქმედებით სეზონს გახსნის. ერთგულ მაყურებელს, საპრემიერო ჩვენებაზე, გორის თეატრი ძეგლთა დაცვისა და კულტურული მემკვიდრეობის დაცვის სააგენტოსთან ერთად, 3-4 ოქტომბერს ეპატიჟება.
„იესოს საქმე“-ს (რეჟისორი მამუკა ტყემალაძე) განხილვა მუზეუმ-ნაკრძალის ტერიტორიაზე 20:00-ზე დაიწყება. რაც შეეხება უშუალოდ სცენარის შინაარსს, ეს გახლავთ ფსიქოლოგიური ხასიათის სპექტაკლი, რომელიც ბიბლიურ სიუჟეტზეა აგებული და ქრისტეს ჯვარცმის საქმის იურიდიული დეტალების გარჩევას მოიცავს მოიცავს. წარმოდგენაში ორი მსახიობი - კახა ბერიძე და ზაზა ცარულაშვილი მონაწილეობს. წარმოდგენა ერთმოქმედებიანია და 1 სთ და 10 წთ. გრძელდება.
წარმოდგენაზე დასასწრები ბილეთის ფასი 15 ლარია, ღირებულებაში, ასევე, შედის მაყურებელთა მგზავრობა და გიდთან ერთად უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის დათვალიერება. შექმნილი პანდემიური მდგომარეობიდან გამომდინარე, თეატრის ადმინისტრაცია მოგიწოდებთ, თქვენი და გარშემომყოფების უსაფრთხოებისთვის, მგზავრობისას თან იქონიოთ პირბადე.