სლოგანი „დავრჩეთ სახლში“ უკვე სასურველია გავითვალისწინოთ ქალაქში ცხოვრებისა და გადაადგილების შემთხვევაში - გამყრელიძე
სლოგანი „დავრჩეთ სახლში“ უკვე სასურველია, რომ გავითვალისწინოთ ქალაქში ცხოვრებისა და გადაადგილების შემთხვევაში, მიუხედავად იმისა, რომ ადამიანს, რომელიც გარეთ გამოვა არავინ დასჯისდა დააჯარიმებს, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა განაცხადა. ამირან გამყრელიძის თქმით, სიფრთხილის ეს ზომა, პირბადის ტარებასთან ერთად დაავადების გავრცელების ერთ-ერთი ყველაზე აპრობირებული შემაკავებელი მეთოდია.
„გამომდინარე იქიდან, რომ ეპიდემია ყველგან და მათ შორის, ჩვენთანაც ძალებს იკრებს, სასურველია, უფრო გაფართოებული და ინტენსიური პრევენციული ღონისძიებები ვაწარმოოთ, ეს არის ძირითადად პირბადის გამოყენება, იმიტომ რომ უკვე ძალიან ბევრი მტკიცებულებით დაზუსტებულია, რომ პირბადე არის ყველაზე მძლავრი იარაღი დაავადების გავრცელების პრევენციისთვის. ამიტომ, უნდა ვიხმაროთ პირბადე ყველა დახურულ შენობაში, ღია სივრცეში, სადაც დისტანციის დაცვა ვერ ხორციელდება და ვისაც არ უჭირს მისი ხმარება იხმარონ გარეთაც, არაფერი ცუდი ამაში არ იქნება. განსაკუთრებით თუ დისტანციის დაცვა ვერ ხერხდება,“- განაცხადა გამყრელიძემ.