შიდა ქართლიდან გაგზავნილი 186 ნიმუშიდან 6 დადასტურდა, - აღნიშნულის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, სიმონ გულედანმა განაცხადა. გულედანის ინფორმაციით, ინფიცირების აღნიშნული ფაქტების კონტაქტები, ძირითადად, „ჯი პი სი“-ს აფთიაქის თანამშრომელს უკავშირდება.
„გუშინ გაგზავნილი 186 ნიმუშიდან 6 დადასტურებული შემთხვევა გვაქვს. ინფიცირების ამ 6 ფაქტიდან 2 არასრულწლოვანია. რაც შეეხება დაინფიცირების წყაროს, ძირითადად, „ჯი პი სი“-ს კოვიდინფიცირებული თანამშრომლის კონტაქტებს უკავშირდება. ყველა აღნიშნული პირი იმყოფებოდა თვითიზოლაციაში. გრძელდება ეპიდ.კვლევა და დამატებით მოხდება ნიმუშების გაგზავნა“, - განაცხადა სიმონ გულედანმა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება