საზოგადოება
02.10.2020 11:28
გორის მესამე საჯარო სკოლის მეათე კლასის მოსწავლეს კორონავირუსი დაუდგინდა

კორონავირუსი გორის მუნიციპალიტეტში კიდევ ერთ მოსწავლეს დაუდასტურდა. ჩატარებული ტესტირების საფუძველზე, კოვიდ-19 მესამე საჯარო სკოლის მეათეკლასელ გოგონას დაუდგინდა.

გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის, ნანა ტერმაკოზაშვილის ინფორმაციით, აღნიშნული კლასი ჰიბრიდული მოდელით სწავლობს და ორი დღის განმავლობაში საგანმანათლებლო პროცესი დისტანციურ რეჟიმში მიმდინარეობდა.

„გოგონა, რომელსაც კოვიდინფექცია დაუდასტურა, გორის მესამე საჯარო სკოლის მოსწავლეა. აღნიშნული კლასი ჰიბრიდული მოდელით სწავლობს და ინფექციის დადასტურებამდე ორი დღის განმავლობაში, დისტანციური რეჟიმით უტარდებოდათ გაკვეთილები, შესაბამისად, კლასში კონტაქტები არ ჰქონია, თუმცა, სკოლის გარეთ კონტაქტები ჰქონდა მეგობრებთან და აღნიშნული მოზარდები გადაყვანილები არიან თვითიზოლაციაში. პარალელურად, მიმდინარეობს ეპიდ.კვლევები. რაც შეეხება სკოლაში სასწავლო პროცესის შეჩერებას, ამ ეტაპზე კონტაქტების სიმცირიდან გამომდინარე ამის საჭიროება დღის წესრიგში არ დგას“, - განაცხადა GMnews-თან საუბრისას გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა.

GMnews-ის ინფორმაციით, ინფიცირებული გოგონა რესურსცენრის დირექტორის შვილის თანაკლასელია და შესაბამისად, თვითიზოლაციის რეჟიმში იმყოფება ნანა ტერმაკოზაშვილის ქალიშვილიც.

კვირის ამბები