საზოგადოება
02.10.2020 10:39
საქართველოში კორონავირუსის 453 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და 2 ადამიანი გარდაიცვალა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილი 453 ახალი შემთხვევის შედეგად, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა 7093-მდე გაიზარდა.

აღნიშნულის გარდა, კორონავირუსისგან კიდევ ორი პაციენტი გარდაიცვალა და მათი რაოდენობა 43-მდე გაიზარდა.

რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 295 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მთლიანობაში, ამ დროისთვის, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან გამოჯანმრთელებულია 3714 პაციენტი.

 

 

კვირის ამბები