საზოგადოება
01.10.2020 11:23
დღეიდან გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების ყველა თანამშრომელს ხელფასი გაეზარდა

გორის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებული ყველა თანამშრომელი დღეიდან მომატებულ ხელფასს აიღებს - აღნიშნულის შესახებ რამდენიმე დღის წინ გახდა ცნობილი.

GMnews-ის ინფორმაციით, მომატებულ სახელფასო ანაზღაურების ზრდა საბავშვო ბაღებში დასაქმებული ყველა პირზეა გათვლილი და მათი საერთო რაოდენობა 1340-ია.

შეგახსენებთ, რომ საბავშვო ბაღების თანამშრომელბისთვის სახელფასო ანაზღაურების მომატებასთან დაკავშირებით განცხადება ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, მთავრობამ გააკეთა. გადაწყვეტილების თანახმად, საბავშვო ბაღებში დასაქმებულებისთვის სახელფასო ანაზღაურების მატება ახალი სასწავლო წლიდან იყო დაგეგმილი. იქიდან გამომდინარე, რომ სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებები სასწავლო პროცესს 12 ოქტომბრიდან განაახლებენ, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებული ყველა ადამიანი - 1340 პირი - 100 ლარით მომატებულ ხელფასს სწორედ ოქტომბრიდან მიიღებს.

ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესისის გადადების საფრთხეების მიუხედავად, GMnews-ის ინფორმაციით, სახელფასო ანაზღაურების მატების საკითხი აღარ შეიცვლება.

კვირის ამბები