ბოლო დღე-ღამის განმავლობაში გამოვლენილი 448 ახალი შემთხვევის შედეგად, საქართველოში ინფიცირებულთა რაოდენობა 6640-მდე გაიზარდა.
რაც შეეხება გამოჯანმრთელებულთა რიცხვს, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 299 ადამიანი გამოჯანმრთელდა. მთლიანობაში, ამ დროისთვის, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან გამოჯანმრთელებულია 3419 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმშია 5392 მოქალაქე, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ არის 836 პირი.
შეგახსენებთ, ქვეყანაში კორონავირუსით 39 ადამიანი გარდაიცვალა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება