საზოგადოება
30.09.2020 17:38
საქართველოს მოქალაქეებისთვის კომუნალური გადასახადების ანაზღაურებას მთავრობა ერთ თვეში დაიწყებს

ნოემბერში, დეკემბერში, იანვარსა და თებერვალში მთავრობა საქართველოს მოქალაქეებს კომუნალურ გადასახადებს აუნაზღაურებს. აღნიშნული სახელმწიფო შეთავაზებით სარგებლობას საქართველოს მოქალაქეები მომავალი თვიდან შეძლებენ.

როგორც საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, გიორგი გახარიამ განმარტა, მთავრობის მიერ შემუშავებული სოციალური პაკეტი საქართველოს მოქალაქეების ოჯახებში შემოსავლების კლების კომპენსირების მიზნით შემუშავდა.

ზამთრის თვეებში მოხმარებული ელექტროენერგიისა და ბუნებრივი აირის საფასურს მთავრობა იმავე პრინციპით აანაზღაურებს, როგორც კორონავირუსის პანდემიის გამოცხადებისას. მთავრობის მიერ კომპენსირებული იქნება 200 კილოვატ საათი ელექტროენერგიის და 200 კუბური მეტრი გაზის საფასური.

ცნობისთვის, შედარებით შეძლებულ მოქალაქეებს კვლავ ექნებათ შესაძლებლობა სახელმწიფო დახმარებაზე პროგრამულად თქვან უარი.

კვირის ამბები