საზოგადოება
30.09.2020 16:13
აძვის საჯარო სკოლაში ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის ვაკანსიაა
სსიპ გორის მუნიციპალიტეტის სოფელ აძვის საჯარო სკოლა ფიზიკური აღზრდისა და სპორტის მასწავლებლის ვაკანსიას აცხადებს.
ვაკანტური პოზიცია კვირაში 28-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს და კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს, სასურველია სამუშაო გამოცდილება. რაც შეეხება სავარუდო ხელფასს, თვეში 700-800 ლარით განისაზღვრება. მსურველებს გამოხმაურების ვადა 23 ოქტომბერს ეწურებათ. შრომითი ხელშეკრულების გაფორმების თარიღად კი, 2020 წლის 1-ლი ოქტომბერია მითითებული.
მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs. ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.
კვირის ამბები