საზოგადოება
30.09.2020 16:09
გორის მეხუთე საჯარო სკოლაში სპეციალური მასწავლებლის ვაკანსიაა
გორის მეხუთე საჯარო სკოლა სპეციალური მასწავლებლის პოზიციაზე ვაკანსიას აცხადებს.
ვაკანტური პოზიცია კვირაში 40-საათიან სამუშაო გრაფიკს გულისხმობს. კანდიდატები უნდა აკმაყოფილებდნენ მასწავლებლის პროფესიული სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებს. სასურველია, გავლილი ჰქონდეთ სპეციალური აკრედიტებული საგანმანათლებლო პროგრამა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს მიერ დადგენილი წესით და კრედიტების რაოდენობის შესაბამისად და ასევე, გააჩნდეთ სპეციალური განათლებით მუშაობის მინიმუმ ერთწლიანი გამოცდილება.
მსურველებს გამოხმაურების ვადა ექვს ოქტომბერს ეწურებათ. მასწავლებლობის/მაძიებლობის მსურველმა განაცხადი უნდა გაგზავნოს შემდეგ ელექტრონულ მისამართზე: www. pedagogi. ge (teacherjobs. ge) და მასწავლებლობის მსურველად დარეგისტრირდეს.
კვირის ამბები