საზოგადოება
30.09.2020 10:40
საქართველოში კოვიდ 19-ით კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსის დიაგნოზით კიდევ ერთი, 37-ე პაციენტი გარდაიცვალა. 

ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზე განთავსდა.

შეგახსენებთ, ბოლო ერთი კვირის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსით 7 ადამიანი გარდაიცვალა.

ბოლო 24 საათის განმავლობაში, კოვიდ-19 საქართველოში კიდევ 326 პირს დაუდასტურდა და ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობა 6192 გახდა.

კვირის ამბები