სამართალი
29.09.2020 15:19
გორის გასასვლელში, ავტობანზე მომხდარ ავარიას ორი ახალგაზრდის სიცოცხლე ემსხვერპლა

თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო მაგისტრალის გორის მონაკვეთზე მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი ადგილზე გადაირცვალა, ორი კი - მძიმე დაზიანებებით საავადმყოფოებში გადაიყვანეს.

ავტობანზე მომხდარი ავარიისას, „ნისანის“ მარკის ავტომანქანა ტრაილერს შეეჯახა. გარდაცვლილები 20-დან 25 წლამდე ასაკის მამაკაცები არაიან.

შემთხვევის ადგილზე მობილიზებულები არიან შსს-ს საპატრულო პოლიციის, კრიმინალური პოლიციისა და სამაშველო სამსახურის თანამშრომლები.

მომხდარის გამო, ავტობანზე დაახლოებით ნახევარი საათით შეფერხდა მოძრაობა. საპატრულო პოლიციამ ცენტრალურ მაგისტრალზე მოძრავი ავტომანქანები გორის  შემოვლით ან ალტერნატიულ გზაზე გადაამისამართა. ამ წუთებში კი, შესაძლებელი გახდა ავტობანზე მოძრაობის აღდგენა.

კვირის ამბები