გორის მუნიციპალიტეტის სოფელ შავშვების საჯარო სკოლამ სასწავლო პროცესი შეწყვიტა. კორონავირუსი სკოლის ორ მოსწავლეს დაუდასტურდა. განათლების სამინისტროს გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის დირექტორის, ნანა ტერმაკოზაშვილის განცხადებით, შესაბამისი სამსახურებისგან მიიღეს ინფორმაცია, რომ ტესტირების საფუძველზე შავშვების საჯარო სკოლის მეორე და მეათე კლასების ორ მოსწავლეს კორონავირუსი დაუდასტურდა.
„ჩატარებული ტესტირების საფუძველზე, კორონავირუსი დაუდასტურდა შავშვების საჯარო სკოლის 2 მოსწავლეს - მეორეკლასელ გოგონას და მეათე კლასის მოსწავლე ვაჟს. აღნიშნულის გამო, დღეს შავშვების სკოლაში სასწავლო პროცესი არ მიმდინარეობს. ველოდებით ჯანდაცვის შესაბამისი სამსახურისგან ოფიციალურ რეკომენდაციას, რომლის საფუძველზეც მივმართავთ განათლების სამინისტროს და მათი გადაწყვეტილების შესაბამისად გადავა აღნიშნული სკოლა სწავლების დისტანციურ მოდელზე. პარალელურად, ეპიდემიოლოგები აგრძელებენ ეპიდ.კვლევებს,“ - განაცხადა ნანა ტერმაკოზაშვილმა.
შეგახსენებთ, რომ ბოლო დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის 314 ახალი შემთხვევა დადასურდა, საიდანაც 9 დადასტურებული ფაქტი შიდა ქართლშია.