საზოგადოება
29.09.2020 13:35
გორში, თამარ მეფის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს

გორში, თამარ მეფის ქუჩაზე სარეაბილიტაციო სამუშაოები აქტიურად მიმდინარეობს.

მიმდინარე ინფრასტრუქტურული პროექტის მიხედვით, სარეაბილიტაციო მონაკვეთი სტალინის გამზირსა და რაზმაძის ქუჩებს შორის მდებარეობს. როგორც ცნობილია, სამუშაოები საავტომობილო გზის 850 მეტრიან მონაკვეთზე განხორციელდება.

როგორც გორის მუნიციპალიტეტის მერიაში განმარტავენ, სამუშაოების დასრულების შემდეგ მოუწერიგებელი გზის საფარით გამოწვეული პრობლემები მოსახლეობას აღარ შეაწუხებს. ცნობისთვის, ამორტიზირებული გზის საფარი გარდა იმისა რომ გადადგილებისას პრობლემებს ქმნიდა, იწვევდა დიდ ხმაურსაც.  

პროექტი ტრანსპორტის სავალი ნაწილის რეაბილიტაციასთან ერთად, ბორდიურების მოწყობას, საკომუნიკაციო ჭების ხუფების სათანადო ნიშნულამდე აწევას და ქუჩის გარკვეულ მონაკვეთზე დამცავი კედლის მოწყობას ითვალისწინებს.

ინფორმაციისთვის, აღნიშნული ინფრასტუქტურული სამუშაოების ღირებულება 833 000 ლარს შეაგდენს.

კვირის ამბები