გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი სკოლების მოსწავლეებისთვის ნახატების კონკურსს აცხადებს. არტ მარათონში მონაწილეობის მსურველებს ნამუშევრების წარდგენა ,,ბავშვთა დაცვის კოდექსით“ განსაზღვრულ 6 თემატიკაზე - ,,ჩემი ოჯახი“, ,,განათლების უფლება“, „მრავალფეროვანი და ტოლერანტული გარემო“, ,,როგორი გინდა იყოს შენი ქალაქი/სოფელი“, ,,ჯანსაღი ცხოვრების წესი“ და ,,ცხოვრება მავნე ჩვევების გარეშე“ - შეუძლიათ. ამასთან, საკონკურსო ნამუშევარი შესრულებული უნდა იყოს A4 ფორმატზე. ნახატთან ერთად, კონკურსანტმა უნდა წარადგინოს განაცხადი სახელის, გვარის, ასაკისა და სკოლის მითითებით.
„საკონკურსო კომისიის მიერ, თითოეულ თემატიკაზე ერთი გამარჯვებული გამოვლინდება. კონკურსის ყველა მონაწილეს გადაეცემა სამახსოვრო სიგელი, ხოლო გამარჯვებულების ნამუშევრები დაიბეჭდება საინფორმაციო ბროშურაში.
საკონკურსო ნამუშევრები მიიღება მიმდინარე წლის 12 ოქტომბრის ჩათვლით გორის მუნიციპალიტეტის მერიის ბავშვთა დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილებაში.
მისამართი: გორი, გრიგოლ ფერაძის №5, გორის მუნიციპალიტეტის მერია.
საკონტაქტო პირი: დიანა ბერიძე, ტელ: 595 33 55 07. გორის მუნიციპალიტეტის მერია გისურვებთ წარმატებებს“, - ნათქვამია კონკურსის ორგანიზატორების მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.