მშობლებმა, რომლებმაც შვილები საბავშვო ბაგა-ბაღებში განმეორებითი რეგისტრაციის დროს დაარეგისტრირეს, მოთხოვნილი დოკუმენტაცია დღეიდან უნდა წარმოადგინონ - აღნიშნულ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტო ავრცელებს.
„ძვირფასო მშობლებო, ვინც განმეორებით რეგისტრაციზე შეავსეთ განაცხადი, გთხოვთ, ორშაბათიდან (28 სექტემბრიდან), მობრძანდეთ სააგენტოში (სტალინის 16, მეორე სართული) და წარმოადგინოთ შემდეგი საბუთები: ბავშვის დაბადების მოწმობის ასლი; ბავშვის ჯანმრთელობის ცნობა; ორი ფოტოსურათი (3/4); მშობლის (ან კანონიერი წარმომადგენლის) პირადობის მოწმობის ასლი; შეზღუდული შესაძლებლობის მქონე ბავშვის შემთხვევაში - ფორმა 100 და სამედიცინო დაწესებულებიდან გაცემული შეფასების რეკომენდაცია; არსებობის შემთხვევაში, ამონაწერი სოციალურად დაუცველ ოჯახთა ერთიანი ბაზიდან და არსებობის შემთხვევაში, დევნილობის დამადასტურებელი დოკუმენტი - ნათქვამია გავრცელებულ ინფორმაციაში.
შეგახსენებთ, რომ საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 15 სექტემბერს უნდა განახლებულიყო, თუმცა, კორონავირუსის პანდემიის გამო 1-ელ ოქტომბრამდე გადავადდა.