გორის მუნიციპალიტეტში გვაქვს კორონავირუსის 2 ახალი შემთხვევა, - ამის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა სიმონ გულედანმა განაცხადა.
გულედანის ინფორმაციით, ორივე პირი გადაყვანილია კოვიდკლინიკაში და მიმდიარეობს ეპიდ.კვლევები.
„ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში დადასტურებული 265 შემთხვევიდან კოვიდინფექციის ორი დადასტურებული ფაქტი გორის მუნიციპალიტეტში გვაქვს. ინფიცირებულთაგან ერთი თვითიზოლაციაში იმყოფებოდა, მეორეს კი - ვირუსული ინფექცია კლინიკაში პრევენციული ტესტირებისას დაუდასტურდა. ამ დროისთვის, ინტენსიურ რეჟიმში მიმდინარეობს ეპიდ.კვლევები, დგინდება ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფი ყველა პირის ვინაობა და გატარდება შესაბამისი ღონისძიებები,“ - განაცხადა სიმონ გულედანმა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება