საზოგადოება
19.10.2019 11:42
ახალგაზრდა თაობა უნდა ეყრდნობოდეს ჩვენს ტრადიციებს, მაგრამ მიმართული უნდა იყოს თანამედროვე სამყაროს წარმატებული ფასეულობებისკენ - გიორგი გახარია

ის ჩავარდნა, რომელიც ბოლო 30 წლის განმავლობაში ფუნდამენტური მეცნიერების განვითარებაში გვაქვს, გადასალახია. სწორედ ამისკენ არის მიმართული ყველა ის ქმედება, რასაც მთავრობა განახორციელებს და რა თქმა უნდა, აქ მხოლოდ და მხოლოდ  ფინანსები არ არის მთავარი, თუმცა უნდა ვთქვათ, რომ ამასაც გარკვეული მნიშვნელობა აქვს, და არც თუ ცოტა. ამ მხრივ მთავრობა თავის პასუხისმგებლობას სრულად იაზრებს. თუმცა ყველაზე მნიშვნელოვანი ამ ნაწილში არის ის, რომ ყველას კარგად გვესმის, რომ ჩვენი მომავალი თაობა და განათლების და პედაგოგის ყველაზე შინაარსობრივი ფუნქცია იმაში მდგომარეობს, რომ ჩვენი ახალგაზრდა თაობა უნდა ეყრდნობოდეს ჩვენს ტრადიციებს, ჩვენს ხშირად კონსერვატიულ ფასეულობებს, მაგრამ მიმართული უნდა იყოს თანამედროვე სამყაროს ყველაზე წარმატებული და თვალსაჩინო ფასეულობების მიმართ. ამ ბალანსში არის თქვენი ყველაზე დიდი ფუნქცია და ყველაზე დიდი მისია, - განაცხადა გიორგი გახარიამ გორელ პედაგოგებთან შეხვედრისას.

შეგახსენებთ, რომ საქართველოს პრემიერ-მინისტრი, ამ წუთებში გორის სამხატვრო სკოლის შენობაში შეხვედრას პედაგოგებთან მართავს. დღესვე, გიორგი გახარია მედიკოსებს, სპორტსმენებს, სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლებს, პოლიციელებს და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებს შეხვდება. პრემიერმა რეგიონებში გასვლითი პირველი შეხვედრა სწორედ გორიდან დაიწყო.

კვირის ამბები