საზოგადოება
25.09.2020 11:44
საქართველოში კორონავირუსისგან 27-ე პაციენტი გარდაიცვალა

საქართველოში კორონავირუსით 27-ე პაციენტი გარდაიცვალა - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ მტავრობის მიერ სპეციალურად შექმნილი ვებ.გვერდი stopcov.ge ავრცელებს.

როგორც ცნობილია, პაციენტი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობდა. გარდაცვლილი 54 წლის მამაკაცია.

შეგახსენებთ, რომ დღეს საქართველოში ინფიცირებულთა რიცხვმა 265-ით მოიმატა, ხოლო 54 გამოჯანმრთელდა.

კარანტინის რეჟიმშია 5584 მოქალაქე, სტაციონარში კი, ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 836 პირი იმყოფება.

კვირის ამბები