კონფლიქტები
25.09.2020 09:06
მეჯვრისხევის განაპირას, 3 ივლისს დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს ცხინვალის ციხიდან სავარაუდოდ დღეს გაათავისუფლებენ

გორის მუნიციპალიტეტში, გამყოფ ხაზთან მდებარე სოფელ მეჯვრისხევის განაპირას, საოკუპაციო ძალების წარმომადგენლების მიერ 3 ივლისს დაკავებულ ხვიჩა მღებრიშვილს ცხინვალის ციხიდან სავარაუდოდ დღეს გაათავისუფლებენ.

ამის შესახებ, გუშინ, ერგნეთში, ინციდენტების პრევენციისა და მათზე რეაგირების მექანიზმის სამუშაო ჯგუფის სეხვედრის დასრულების შემდეგ სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის ანალიტიკური დეპარტამენტის დირექტორის მოადგილემ, ირაკლი ანთაძემ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ საოკუპაციო ძალების წარმომადგენლებმა, მეჯვრისხევის მკვიდრის, ხვიჩა მღებრიშვილის დაკავებისას, თავდაპირველად განაცხადეს, რომ

მღებრიშვილი ცხინვალის რეგიონში შემდგომი რეალიზაციის მიზნით ღამურების დაჭერას გეგმავდა, შემდგომ კი, 21 აგვისტოს, ცხინვალის დე-ფაქტო სასამართლომ ხვიჩა მღებრიშვილი ე.წ. საზღვრის დარღვევის ბრალდებით გაასამართლა და  აღკვეთის ღონისძიების სახით 3-თვიანი წინასწარი პატიმრობა შეუფარდა. 

კვირის ამბები