საზოგადოება
14.09.2020 22:43
ქალთა უფლებები და გარემოსდაცვითი სამართლიანობა - პროექტი ,,გორის რეგიონის სოფელ ზეღდულეთის ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა”

უკანასკნელი წლების განმავლობაში, არასამთავრობო ორგანიზაციების აქტიური მხარდაჭერით, საგძრნობლად იმატა ქალების შეგნებულმა და გეგმაზომიერმა   ჩათულობამ ქალთა უფლებების განხორციელების პროცესში, თუმცა, საქართველოს უმეტეს რეგიონში ქალები კვლავ განიცდიან ინფორმაციის დეფიციტს. სწორედ ეს აძლევს საფუძველს იმ შეხედულებას, რომ ქალის როლი საზოგადოებაში პასიური და ნაკლებად მნიშვნელოვანია, მაშინ, როდესაც ქალი აქტიურად ეხება ცხოვრების ყველა ასპექტს, გარდაქმნის მას და განუყოფელ ნაწილის წარმოადგენს.

გორის რეგიონში მცხოვრები ქალების ამჟამინდელი ყოველდღიურობა  გამოიხატება სიღარიბით და პანდემიით გამოწვეული პრობლემების დაძლევაში. ისევე, როგორც საქართველოს სხვა რეგიონები, გორის მუნიციპალიტეტში მდებარე სოფელი ზეღდულეთიც ეკოლოგიური დაბინძურების თვალსაზრისით რისკის ზონას წარმოადგენს. წყლის, ჰაერისა და ნიადაგის დაბინძურება ჩეული პრობლემაა გორის რეგიონის მოსახლეობისთვის. სოფლად მცხოვრები ქალების უმრავლესობა დაკავებულია მძიმე ფიზიკური შრომით ბაღებში, სადაც მუდმივი შეხება აქვთ ჯანმრთელობისათვის საზიანო შხამ-ქიმიკატებთან, შესაბამისად, გარემოს დაცვასა და რეგიონის ქალთა ცხოვრებას მნიშვნელოვანი კვეთის წერტილი აქვს.

აღსანიშნავია რეგიონში საყოფაცხოვრებო ნარჩენებისგან და სოფლის მეურნეობის არარეალიზებული პროდუქტებისგან წარმოქმნილი თვითნებური ნაგავსაყარების არსებობა მაშინ, როცა არასასურველი ნარჩენების კვლავ გამოყენება შესაძლებელია, რაც ცალსახად ინფორმაციის და აქტივობების ნაკლებობაზე მიუთითებს. სწორედ ეს და სხვა მსგავსი პრობლემები ხდება სხვადასხვა ტიპის საინიციატივო ჯგუფების შესწავლის და განსახორციელებელი აქტივობების სამიზნე.

2019 წელს შეიქმნა საინიციატივო ჯგუფი - ,,ძლიერი ქალი-ძლიერი საზოგადოება”. ჯგუფის ხელმძღვანელია მაია გაბრიჭიძე, წევრები: ხათუნა სიმონიშვილი, ეკატერინე ჩიტაშვილი და ნინო შანიძე. ჯგუფის მიზანია ქალების ცნობიერების ამაღლება, გარემოსდაცვით და გენდერულ საკითხებზე იმ საჭირო ინფორმაციის მიწოდება, რომელიც მათი ცხოვრების დონეს გააუმჯობესებს, გააძლიერებს და საკუთარი უფლებების დაცვაში დაეხმარება.

2019 წელს, საინიციატივო ჯგუფმა მაია გაბრიჭიძის ხელმძღვანელობით, ანალოგიური გრანტის ფარგლებში ჩაატარა სხვადასხვა აქტივობა გორის რეგიონის რამდენიმე სოფელში, მათ შორის ზეღდულეთში და გაეცნო ადგილობრივი ქალბატონების პრობლემებს. სწორედ ამიტომ მიიღო ჯგუფმა გადაწყვეტილება, რომ ახალი პროექტი კონკრეტულად ამ სოფელზე და მის საჭიროებებზე ყოფილიყო მორგებული.

საინიციატივო ჯგუფის მიერ შემუშავებული პროექტი ,,გორის რეგიონის სოფელ ზეღდულეთის ახალი გარემოსდაცვითი ინიციატივა” დაფინანსებულ იქნა საგრანტო პროგრამის ფარგლებში სახელწოდებით - ,,ქალთა უფლებები და გარემოსდაცვთი სამართლიანობა”. აღნიშნული საგრანტო პროგრამა გამოაცხადა არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,ქალთა ფონდი საქართველოში”. ჯგუფის წევრები ხუთი თვის მანძილზე ახორციელებდნენ პროექტით გათვალისწინებულ აქტივობებსა და ინიციატივებს.

კერძოდ, პროექტის ფარგლებში ჩამოყალიბდა საკვირაო გარემოსდაცვითი კლუბი ,,განთიადი” რომელშიც გაერთიანდნენ სოფლის აქტივისტები. კლუბის ბაზაზე და მისი წევრების უშუალო მონაწილეობით ჩატარდა ტრენინგები და საინფორმაციო-სასწავლო შეხვედრები. აღნიშნული შეხვედრები ჯანდაცვის სისტემაში შექმნილი ვითარებიდან გამომდინარე, ჩატარდა საკარანტინე ზომების მოხსნის შემდეგ არსებული ყველა რეგულაციის გათვალისწინებით. ტრენინგების მეშვეობით მონაწილეებმა მიიღეს ამომწურავი ინფორმაცია კოვიდ 19-ზე და მისი პრევენციის გზებზე. ასევე, ამაღლდა ქალების ცნობიერება ქალთა უფლებების საკითხებისადმი გარემოსდაცვითი სამართლიანობის ჭრილში.

განსაკუთრებით საინტერესო და აქტუალური აღმოჩნდა ქალბატონებისათვის მეორადი ნარჩენების გამოყენებით სხვადასხვა საოჯახო ნივთების შექმნის შემსწავლელი ტრენინგი. ამასთან. ახალ პროექტში საინიციატივო ჯგუფმა მიზნად დაისახა მიღებული ცოდნის პრაქტიკაში გამოყენება და მაგალითის შექმნა იმის დასტურად, თუ როგორ შეიძლება გამოყენებულ იქნას ნარჩენები სოფლის მოსახლეობის საკეთილდღეოდ. კერძოდ, საინიციატივო ჯგუფის მიერ ჩაატარებულ სინფორმაციო სასწავლო შეხვედრებზე, გარემოსდაცვითი კლუბის წევრებმა და აქტივისტემა, პრობლემური საკითხების განხილვასთან ერთად, მონაწილეობა მიიღეს მათ მიერ შეგროვილი მეორადი ნარჩენებით (პლასტმასის ბოთლებით) რკინის კონსტრუქციის შექმნაში. აღნიშნულით მოეწყო სარელაქსაციო ზონა მინდორში და ბაღებში მომუშავე ქალებისთავის. მეორადი ნარჩენების მოსათავსებელი მცირე ზომის მეორე რკინის კონსტრუქცია  სარელაქსაციო ზონის გვერდით განთავსდა. პარალელურად, საინიციატივო ჯგუფის და მოხალიესეების მიერ ჩატარდა დასუფთავების აქცია და დალაგდა  სარელაქსაციო ზონის მიმდებარე ტერიტორია.

განსაკუთრებით უნდა აღინიშნოს ის ფაქტი, რომ ზემოაღნიშნული ინიციატივები განხორციელდა ზეღდულეთში მერიის წარმომადგენლობის მხარდაჭერით და ხელშეწყობით. მათი მხარდაჭერა პროექტის განხორციელების ყველა ეტაპზე იგრძნობოდა მიმდინარე აქტივობების მიმართ. გამოიყო ფართი ტრენინგებისათვის და სარელაქსაციო ზონისათვის. საინიციატივო ჯგუფი მადლობას უხდის მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენელს - ბ-ნ დავით ცეცრცვაძეს და პროექტში მონაწილე ყველა პირს. საინიციატივო ჯგუფის მიერ განხორციელებულ პროექტებში უსათუოდ დიდია არასამთავრობო  ორგანიზაციის  ,,ქალთა ფონდი საქართველოში” ღვაწლი, რომლის ხელშეწყობით და დაფინანსებით კეთდება მრავალი მნიშვნელოვანი საქმე  ქალებისთვის.

მასალა გამოქვეყნდა საინიციატივო ჯგუფის ,,ძლიერი ქალი-ძლიერი საზოგადოება” დაკვეთით.

 

 

კვირის ამბები