პრემიერ-მინისტრმა რეგიონებში შეხვედრები შიდა ქართლიდან დაიწყო. ამ წუთებში, მთავრობის ხელმძღვანელი შიდა ქართლის გუბერნატორთან ერთად ანა ფერაძის სახელობის გორის სამხატვრო სკოლაში პედაგოგებს ხვდება. გიორგი გახარიას განცხადებით, არსებულ პრიორიტეტებს შორის, საქართველოს მთავრობისთვის, განათლება ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა და შესაბამისად, პირველი შეხვედრაც სწორედ ამიტომ დაიგეგმა განათლების სფეროს წარმომადგენლებთან. მთავრობის ხელმძღვანელის განცხადებითვე, ამავე ფორმატის შეხვედრები გაგრძელდება სხვა რეგიონებში და ყველგან პირველი შეხვედრა პედაგოგებთან გაიმართება.
„რეგიონებში გასვლას გორით, შიდა ქართლით ვიწყებთ და რა თქმა უნდა, ნამდვილად არ არის შემთხვევითი, რომ გორში პირველ შეხვედრას პედაგოგებთან და საგანმანათლებლო სექტორთან ვმართავთ. გამოგიტყდებით და, სასიამოვნოდ გაკვირვებული ვიყავი როდესაც ვნახე როგორი წარმატებული მონაცემები გაქვთ გორში, განსაკუთრებით საშუალო განათლების ნაწილში, რამდენი ძალოსანი და რამდენი წარმატებული ახალგაზრდა გყავთ, პირველ რიგში ეს თქვენი დამსახურებაა“, - ასე მიმართა საქართველოს პრემიერმა გორელ პედაგოგებს.
დღესვე, პრემიერ-მინისტრი მედიკოსებს, სპორტსმენებს, სოფლის მეურნეობის სფეროს წარმომადგენლებს, პოლიციელებს და ადგილობრივი ხელისუფლების წევრებს შეხვდება.