საზოგადოება
24.09.2020 11:28
ბავშვები, განსაკუთრებით დაწყებითი კლასის მოსწავლეები, კლასებში უნდა დაბრუნდნენ - გიორგი გახარია

„ნებისმიერი შეზღუდვა, რომელიც თეორიულად შეიძლება იყოს დაწესებული, იქნება მხოლოდ მიზნობრივი და ლოკალური, ეს არ იქნება სისტემური“, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მთავრობის სხდომაზე განაცხადა.

გიორგი გახარიას თქმით, ეს არ იქნება სისტემური შეზღუდვები ისეთი მიმართულებით, როგორიცაა ეკონომიკა, განათლება ან საარჩევნო პროცესი.

„დღეს გვექნება საკოორდინაციო საბჭო, რომელზეც განვიხილავთ იმ ეტაპებს, რომლითაც დავიწყებთ სასწავლო პროცესის აღდგენას, რისკის გათვალისწინებით, წერტილოვანი შეზღუდვებით, მაგრამ ქვეყანაში ნორმალური ცხოვრება უნდა აღდგეს, მათ შორის სასწავლო პროცესიც და ბავშვები, განსაკუთრებით, დაწყებითი კლასის ბავშვები, სასწავლო კლასებში უნდა დაბრუნდნენ“, - აღნიშნა გიორგი გახარიამ.

შეგახსენებთ, რომ კორონავირუსის პანდემიის გამო, საქართველოს 6 დიდ ქალაქში საკლასო ოთახებში სწავლის დაწყება პირველ ოქტომბრამდე გადაიდო.

კვირის ამბები