საზოგადოება
24.09.2020 11:29
გორში კორონავირუსის ერთი შემთხვევა გამოვლინდა
ინფექციური საავადმყოფოს ბოქსირებული განყოფილების ხელმძღვანელის, მარინა ენდელაძის განცხადებით, კორონავირუსის 259 ახალი შემთხვევიდან ერთი გორში დადასტურდა.

მარინა ენდელაძის განცხადებით, ქვეყანაში კრიტიკულად მძიმე 18 პაციენტია, აქედან 8 ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში მკურნალობს.

„დადასტურდა 259 ახალი შემთხვევა, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა კი 62-ით გაიზარდა. რაც შეეხება  რეგიონების მიხედვით გადანაწილებას, კვლავ ლიდერობს აჭარა, სადაც 164 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, თბილისში შედარებით მცირე - 34 ახალი შემთხვევა გვაქვს, იმერეთში 22 შემთხვევა გვაქვს, სამეგრელო-ზემო სვანეთში გახლავთ 15 ახალი შემთხვევა, გორში - 1, მარნეულში - 1, მცხეთაში - 1, საზღვარგარეთიდან კი, იმპორტირებულია ახალი 5 შემთხვევა“, - განაცხადა ენდელაძემ.
კვირის ამბები