საზოგადოება
23.09.2020 11:33
საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

საქართველოში კორონავირუსის 227 ახალი შემთხვევა გამოვლინდა -  ამის შესახებ ინფორმაციას მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილი ვებ.გვერდი - stopcov.ge - ავრცელებს. ვებ.გვერდის ცნობით, ამ დროისთვის, ინფიცირების შემთხვევების საერთო რაოდენობა 4140-ს შეადგენს.

stopcov.ge-ს ინფორმაციით, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 69 ადამიანი გამოჯანმრთელდა და დღეის მდგომარეობით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1643-ია.

კარანტინის რეჟიმშია 5390 მოქალაქე, სტაციონარში, მედიკოსების მეთვალყურეობის ქვეშ კი 640 პაციენტი იმყოფება.

შეგახსენებთ, რომ ქვეყანაში კორონავირუსით 24 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე

კვირის ამბები