რეგიონი
18.10.2019 17:57
მაღალმთიანი სოფლის სტატუსის მქონე ფიცესსა და წითელ წყაროში რამდენიმე ოჯახი ბრუნდება
გორის მუნიციპალიტეტში მაღალმთიანი ზონის სტატუსით 50-ზე მეტი სოფელი სარგებლობს. მუნიციპალიტეტის მერის წარმომადგენლების თქმით, ბოშურისა და საყავრის ტერიტორიულ ერთეულში შემავალ სოფლებში რამდენიმე ოჯახი დაბრუნდა.  საგზაო ინფრასტრუქყურის სრულად მოწესრიგების შემდეგ კი, მაღალი ზონის სოფლებში, მუდმივმაცხოვრებლად დაბრუნებას კიდევ რამდენიმე ოჯახი გეგმავს. ასევე, საყავრის თემში კოოპერატივი შეიქმნა, რომელიც სამეწარმეო საქმიანობას ახორციელებს.

2016 წლიდან მაღალმთიან სოფლებში მუდმივად მცხოვრები პირები სოციალური შეღავათებითა და დანამატებით სარგებლობენ. 

დანამატებით სარგებლობენ სახელმწიფო პენსიის მიმღები პირები, ექიმები, ექთნები, მასწავლებლები, სპორტულ სფეროში დასაქმებული მწვრთნელები, სოციალურად დაუცველი პირები. ასევე, შეღავათებია დაწესებული ელექტრო ენერგიისა და ბუნებრივი აირის ტარიფებზე, გარკვეული შეღავათებით სარგებლობენ მეწარმეებიც.

გორის მუნიციპალიტეტში მაღალმთიანი დასახლების სტატუსი, შემდეგ სოფლებს აქვს მინიჭებული: იკვნევი, ოლოზი, ღვარები, ხანდისი, ბიისი, ბობნევი, გაგლოაანთუბანი, ზემო ბოშური, თხინალა, იფნარა, ლევიტანა, ორმოცი, ტუსრევი, ქვემო ბოშური, ყველაანთ უბანი,  არბო, დიცი, ქორდი, ზემო ქსოვრისი, კირბალი, გუგუტიანთკარი, ზარდიაანთკარი, კარბი, კოშკა, მერეთი, ბორცვანა, დიდი წერეთი, დიდი ჭვარები, მღებრიანი, ოქიანი, პატარა წერეთი, პატარა ჭვარები, პიტნარი, სახორცე, ტამი, ჭანჭახა, ზემო ნიქოზი, ზემო ხვითი, ქვემო ნიქოზი, გულხანდისი, დიდთავი, ზემო ახალსოფელი, ლუკი, ნადარბაზევი, საყავრე, ფელი, ფიცესი, წითელი წყარო, ერგნეთი, თერგვისი, ველები.
კვირის ამბები