კორონავირუსით ინფიცირებული კიდევ ერთი პაციენტი გარდაიცვალა საქართველოში და ქვეყანაში კოვიდინფექციით გარდაცვლილთა რაოდენობა 23 გახდა.
დაავადებათა კონტროლის და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, აღნიშნული პაციენტის მდგომარეობა მძიმე იყო.
მისივე ინფორმაციით, პაციენტს მკურნალობა თბილისში, ერთ-ერთ კლინიკაში უტარდებოდა და იგი ოკუპირებული ტერიტორიიდან გადმოყვანილი მოქალაქე იყო.
შეგახსენებთ, ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამ დროისთვის, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა საქართველოში 3913-ს შეადგენს.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება