საზოგადოება
22.09.2020 15:56
გორის მუნიციპალიტეტის საბავშვო ბაღების 1340 თანამშრომელი ოქტომბრიდან 100 ლარით მომატებულ ხელფასს აიღებს

გორის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებულები მომავალი თვიდან მომატებულ ხელფასს აიღებენ - აღნიშნულ ინფორმაციას GMnews-თან საუბრისას გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელი, ლია კოვზიაშვილი ადასტურებს.

ლია კოვზიაშვილის ინფორმაციით, მომატებულ ხელფასს საბავშვო ბაღებში დასაქმებული ყველა პირი მიიღებს და მათი საერთო რაოდენობა 1340-ია.

„მოგეხსენებათ, საბავშვო ბაღების თანამშრომელბისთვის სახელფასო ანაზღაურების მომატებასთან დაკავშირებით განცხადება ჯერ კიდევ რამდენიმე თვის წინ, მთავრობამ გააკეთა. გადაწყვეტილების თანახმად, საბავშვო ბაღებში დასაქმებულებისთვის სახელფასო ანაზღაურების მატება ახალი სასწავლო წლიდან იყო დაგეგმილი. შესაბამისად, ოქტომბრიდან, გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებებში დასაქმებული ყველა ადამიანი - 1340 პირი - 100 ლარით მომატებულ ხელფასს მიიღებს,“ - აღნიშნა GMnews-თან საუბრისას ლია კოვზიაშვილმა.

ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, სასწავლო პროცესისის გადადების საფრთხეების მიუხედავად, GMnews-ის ინფორმაციით, სახელფასო ანაზღაურების მატების საკითხი აღარ შეიცვლება.
კვირის ამბები