საზოგადოება
22.09.2020 12:25
გორის მუნიციპალიტეტის მერია სოფლებში სპორტული მოედნებისა და სკვერების მოწყობაზე ტენდერს აცხადებს

გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე კიდევ რამდენიმე ახალი სკვერი და სპორტული მოედანი მოეწყობა, - ამის შესახებ ინფორმაციას გორის მუნიციპალიტეტის მერია ავრცელებს. როგორც ცნობილია, ადგილობრივმა თვითმმართველობამ შესაბამისი სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტენდერები უკვე გამოაცხადა.

„გორის მერიამ ექვსი სპორტული მოედნისა და შვიდი სკვერის მოწყობის მიზნით, ახალი ტენდერები გამოაცხადა. რაც შეეხება ლოკაციებს, სადაც სპორტული და გასართობი სივრცეები განთავსდება, პროექტის მიხედვით, ბოშურში, თორტიზაში, ვარიანში, ატენში, სკრასა და მეჯუდისპირში იგეგმება სპორტული მოედნების მოწყობა. მიმდინარე შესყიდვების დასრულების შემდეგ კი, აძვში, დიდ გარეჯვარში, ერგნეთში, ჯარიაშენში, ქერესა და ქვეშში მცხოვრები პატარებისთვის შერჩეულ ადგილებზე სკვერები განთავსდება“, - ნათქვამია ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

როგორც GMnews-ისთვის გახდა ცნობილი პროექტების ჯამური სატენდერო ღირებულება 575 021 ლარი

კვირის ამბები