საზოგადოება
22.09.2020 10:57
საქართველოში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათის განმავლობაში, ქვეყანაში კორონავირუსის 218 ახალი შემთხვევა გამოვლინდა - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ მთავრობის მიერ სპეციალურად სექმნილი ვებ.გვერდი stopcov.ge ავრცელებს. ვებ.გვერდის ცნობით, ამ დროისთვის, ინფიცირების შემთხვევების რაოდენობა 3913-ს შეადგენს. 

stopcov.ge-ს ცნობით, ქვეყანაში კორონავირუსისგან კიდევ 40 ადამიანი გამოჯანმრთელდა. შესაბამისად, დღეის მდგომარეობით, გამოჯანმრთელებულთა რაოდენობა 1574-ს შეადგენს.

კარანტინის რეჟიმშია 5277 მოქალაქე, სტაციონარში კი ექიმების მეთვალყურეობის ქვეშ 836 პირი იმყოფება.

ქვეყანაში კორონავირუსით 22 ადამიანი გარდაიცვალა.

ამასთან, უცხოეთიდან სამკურნალოდ გადმოყვანილია საქართველოს 41 მოქალაქე.

კვირის ამბები