საზოგადოება
20.09.2020 10:41
საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 196 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა  3502 გახდა.

მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილი ვებ-გვერდის, stopcov.ge-ს ინფორმაციით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან გამოჯანმრთელებულია 13 პაციენტი. მთლიანობაში, გამოჯანმრთელებულთა საერთო რაოდენობა 1494 გახდა.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.

კვირის ამბები