საზოგადოება
19.09.2020 10:28
საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, საქართველოში კორონავირუსის 187 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა  3306 გახდა.

მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილი ვებ-გვერდის, stopcov.ge-ს ინფორმაციით, ინფიცირებულთა საერთო რაოდენობიდან გამოჯანმრთელებულია 1481 პაციენტი.
კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5014 მოქალაქე, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ არის 836 პირი.

შეგახსენებთ, საქართველოში კორონავირუსით 19 ადამიანი გარდაიცვალა.

 

კვირის ამბები