თბილისი-სენაკი-ლესელეიძის საავტომობილო მაგისტრალის გომი-ქარელის მონაკვეთზე, საჩხერიდან თბილისის მიმართულებით მოძრავი სამგზავრო მიკროავტობუსი გზის სავალი ნაწილიდან გადავიდა და ამობრუნდა. შემთხვევის შედეგად ერთი ადამიანი გარდაიცვალა, 10-მდე მგზავრმა კი სხეულის სხვადასხვა სიმძიმის დაზიანება მიიღო.
სასწრაფო დახმარების ჯგუფებმა დაშავებულები გორის, ქარელის და ხაშურის საავადმყოფოებში გადაიყვანეს.
ყველაზე მძიმეა შუახნის ქალის ჯანმრთელობის მდგომარეობა, რომელიც ქარელის საავადმყოფოს რეანიმაციულ განყოფილებაშია მოთავსებული. ექიმების განცხადებით, საშუალო სიმძიმისაა ამავე კლინიკაში შეყვანილი ორი ახალგაზრდა მამაკაცის მდგომარეობა.
ასევე, საშუალო სიმძიმისაა გორში, კლინიკა ,,გორმედში“ მოთავსებული 4 პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა.
შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ, მიმდინარეობს საგამოძიებო მოქმედებები.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება