საზოგადოება
18.09.2020 11:46
ამ ეტაპზე, მოქმედი რეგულაციების გარდა, ტირძნისში დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება - სიმონ გულედანი

ამ ეტაპზე, ვითარება კონტროლს ექვემდებარება და შესაბამისად, მოქმედი რეგულაციების გარდა, დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება, - ამის შესახებ შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა, სიმონ გულედანმა გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ტირძნისში კორონავირუსის ახალ შემთხვევებზე საუბრისას განაცხადა.

,,დღეის მდგომარეობით, დადასტურდა კოვიდინფიცირების 3 ახალი ფაქტი, სამივე შემთხვევა ტირძნისშია, ინფიცირებულები არიან ბავშვები. სამივე მათგანი გადაყვანილია სპეციალიზებულ კოვიდ კლინიკაში. დადგენილია ინფიცირებულებთან კონტაქტში მყოფთა ვინაობა და ამ ეტაპზე მიმდინარეობს ეპიდკვლევა.

რაც შეეხება სოფელ ტირძნისში ზომების შესაძლო გამკაცრებას, ამ ეტაპზე, ვითარება კონტროლს ექვემდებარება და შესაბამისად, მოქმედი რეგულაციების გარდა, დამატებითი შეზღუდვების დაწესება არ იგეგმება.

ეს ბავშვები იმყოფებოდნენ თვითიზოლაციაში, ვინაიდან მათი ოჯახის წევს 15 სექტემბერს დაუდასტურდა კოვიდინფიცირება, გაგზავნილი იყო ნიმუშები და ველოდებოდით პასუხებს“, - განაცხადა სიმონ გულედანმა.

კვირის ამბები