საზოგადოება
18.09.2020 10:58
ტირძნისში კოვიდ 19-ის 3 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა, სამივე ინფიცირებული ბავშვია

საქართველოში გამოვლენილი 182 ახალი შემთხვევიდან 3 გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე დაფიქსირდა. სამივე ინფიცირებული არასრულწლოვანია.

6, 11 და 14 წლის ბავშვები, რომლებსაც კოვიდინფიცირება დაუდასტურდათ, სოფელ ტირძნისის მცხოვრებლები არიან.

 

დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის განყოფილების უფროსის, ეკა ქორჩაშვილის განცხადებით, ლუგარის ცენტრში გაგზავნილი 9 ნიმუშიდან 3 დადასტურდა. დამატებით, ლაბორატორიაში გაიგზავნა 175 ნიმუში.

,,გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე 3 ახალი შემთხვევა გვაქვს. გაგზავნილი 9 ნიმუშიდან კოვიდინფიცირება 3 ბავშვს დაუდასტურდა. ორი მათგანი - 11 და 14 წლის მოზარდება იმ ინფიცირებული ქალის შვილები არიან, რომელსაც კოვიდ-19 15 სექტემვერს დაუდასტურდა, მესამე ბავშვი კი კონტაქტში მყოფია. ეპიდკვლევები გრძელდება, გუშინ დამატებით გაიგზავნა ლუგარის ცენტრში 175 ნიმუში და ველოდებით პასუხებს“, - განაცხადა ეკა ქორჩაშვილმა.

კვირის ამბები