საზოგადოება
18.09.2020 10:18
ელექტროფიკაციის დასახლებაში სკვერი და კალათბურთის მოედანი მოეწყობა
გორში, ელექტროფიკაციის დასახლებაში სკვერი და კალათბურთის მოედანი მოეწყობა, - აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ადგილობრივი თვითმმართველობა ავრცელებს.
როგორც GMnews- სთვის გახდა ცნობილი, პროექტით გათვალისწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის მერიამ ტენდერი უკვე გამოცხადა. შესყიდვის ფარგლებში წინადადებების მიღება კი, 22 - დან 25 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.
„შესასრულებელი სამუშაოების სატენდერო ღირებულება 81 635 ლარია. ელექტროფიკაციის დასახლებაში სკვერის და კალათბურთის მოედნის მოეწყობის პროექტი, ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან ხელშეკრულების გაფორმებიდან ორ თვეში უნდა დასრულდეს. ამასთან, აღსანიშნავია ისიც რომ ქალაქის აღნიშნულ დასახლებას მსგავსი სახის სპორტული და სარეკრეაციო-გასართობი ზონა დღემდე არ ჰქონია,“ - ნათქვამია ადგილობრივი თვითმმართველობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები