საზოგადოება
17.09.2020 16:14
უფლისციხეში ჟანგბადის ბალონის აფეთქების შედეგად სამი ადამიანი დაშავდა
რამდენიმე წუთის წინ, აფეთქება მოხდა გორის მუნიციპალიტეტში. სოფელ უფლისციხეში ადგილობრივი მაცხოვრებლები სხვადასხვა სამუშაოებს აწარმოებდნენ, რა დროსაც თვითნაკეთი აირის კომპრესორი (ჟანგბადის ბალონი) გასკდა. აფეთქების შედეგად 3 ადამიანი დაშავდა, აქედან სასწრაფო დახმარების ბრიგადებმა, 1 კლინიკა „გორმედში“, 2 კი - გორის სამხედრო ჰოსპიტალში გადაიყვანეს. კლინიკა „გორმედში“ აცხადებენ, რომ დაშავებული მამაკაცის ჯანმრთელობის მდგომარეობა სტაბილურია და მის სიცოცხლეს საფრთხე არ ემუქრება. ექიმის თქმით, პაციენტს დაზიანება ქვედა კიდურის არეში აქვს მიყენებული. შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ და მიმდინარეობს მოკვლევა.
კვირის ამბები