საზოგადოება
16.09.2020 11:37
გორის მუნიციპალიტეტიდან ლუგარის ცენტრში გაგზავნილი ნიმუშებიდან 3 დადასტურდა, სამივე ინფიცირებული ქიწნისის მეურნეობის მცხოვრებია

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქიწნისის მეურნეობაში აღებული ნიმუშებიდან კორონავირუსი კიდევ სამ ადამიანს დაუდასტურდა. ამჟამად არსებული მონაცემებით, აღნიშნულ სოფელში კოვიდ 19-ის 8 დადასტურებული შემთხვევაა.

ბოლო რამდენიმე დღის განმავლობაში, გორის მუნიციპალიტეტში ინფიცირებულებთან პირდაპირ და არაპირდაპირ კონტაქტში მყოფ რამდენიმე ასეულ პირს ჩაუტარდა PCR ტესტირტება.

 

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქიწნისის მეურნეობის შესასვლელთან საკონტროლო პუნქტია განთავსებული, სადაც გამვლელებს თერმოსკრინინგი და PCR ტესტირება უტარდებათ.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება მას შემდეგ მოხდა, რაც გორის ერთ-ერთ რესტორანში გამართული ქორწილის მონაწილეთა ნაწილს კორონავირუსი დაუდგინდა, ქორწილის მონაწილეთა უმრავლესობა ქიწნისის მეურნეობის დასახლების მცხოვრებია.

 

 

კვირის ამბები