საზოგადოება
15.09.2020 12:04
წედისში, ბნავისსა და ოლოზში სასმელი წყლის ახალი სისტემების მოწყობა მიმდინარეობს
გორის მუნიციპალიტეტის სოფლებში, წედისში, ბნავისსა და ოლოზში სასმელი წყლის ახალი სისტემების მოწყობა მიმდინარეობს, - ინფორმაციას აღნიშნულის შესახებ ადგილობრივი თვითმმართველობა ავრცელებს.
პროექტი, რომლის ღირებულებაც 1 048 993 ლარია, დასრულების შემდეგ, 400-მდე ოჯახს 24 საათიანი წყალმომარაგებით უზრუნველყოფს.
„ამ ეტაპზე, სამივე სოფელი გაუმართავი და მოძველებული წყლის სისტემით სარგებლობს, რის გამოც ადგილობრივებს სასმელი წყალი შეფერხებით მიეწოდებათ. მიმდინარე პროექტის დასრულების შემდეგ, წედისი, ბნავისი და ოლოზი, წყალს ერთი სათავე ნაგებობიდან მიიღებს, მაგრამ თოთოეულ სოფელს მოემსახურება ინდივიდუალური სასმელის წყლის სისტემა - რეზერვუარი, საქლორატორო და შიდაგამანაწილებელი ქსელი. იგეგმება ასევე ინდივიდუალური მრიცხველების დამონტაჟდებაც“,-ნათვამია გორის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.
კვირის ამბები