საზოგადოება
14.09.2020 18:36
ეპიდაფეთქების კერაში მყოფი, დადასტურებული შემთხვევების 300 კონტაქტი უკვე გამოვლენილია - ეკა ქორჩაშვილი
გორის მუნიციპალიტეტში, ეპიდაფეთქების კერაში მყოფი, დადასტურებული შემთხვევების 300 კონტაქტი უკვე გამოვლენილია. აღნიშნულის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის შიდა ქართლის რეგიონული ოფისის ხელმძღვანელმა ეკა ქორჩაშვილმა განაცხადა. ეპიდაფეთქების კერაში მყოფი, დადასტურებული შემთხვევების 300 კონტაქტი უკვე გამოვლენილია. დილიდან ეპიდემიოლოგთა 5 მობილური ჯგუფი მუშაობდა. დღეს, შიდა ქართლიდან, ჯამში, 369 ნიმუში იგზავნება, აქედან 300 არის დადასტურებული შემთხვევების კონტაქტები და 69 სავალდდებულო ტესტირებას დაქვემდებარებული პირი,“ - აღნიშნა ეკა ქორჩაშვილმა. შეგახსენებთ, გორის ერთ-ერთ რესტორანში გამართულ ქორწილში სტუმრადმყოფ ორ პირს და სიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, გუშინ კი ქორწილში მყოფთაგან კიდევ 8 პირს დაუდგინდა კორონავირუსით ინფიცირება.
კვირის ამბები