საზოგადოება
14.09.2020 18:20
შიდა ქართლიდან ლუგარის ცენტრში დღეს 369 ტესტი იგზავნება

გორის მუნიციპალიტეტში, სოფელ ქიწნისის მეურნეობაში 300 პირს PCR ტესტი ჩაუტარდა, მთლიანობაში კი, ლუგარის ცენტრში, რეგიონიდან 369 ნიმუში გაიგზავნა, - აღნიშნულის შესახებ სოფელ ქიწნისის შესასვლელთან მოწყობილ საკონტროლო პუნქტზე შიდა ქართლის გუბერნატორის მოვალეობის შემსრულებელმა განაცხადა. სიმონ გულედანის თქმით, სოფელში ღრმა ეპიდ.კვლევა დილის 7 საათიდან დაიწყო და შესაბამისი ღონისძიებები კვლავ გრძელდება.

„არსებული მდგომარეობიდან გამომდინარე, ღრმა ეპიდ.კვლევისთვის დღეს 7 საათზე დავიწყეთ ქიწნისის მეურნეობის დასახლებაში შესაბამისი ღონისძიებები. ეპიდემიოლოგებმა 300 პირს ჩაუტარეს PCR ტესტირება. მთლიანობაში, რეგიონიდან დღეს 369 მოქალაქის ბიოლოგიური მასალა გაიგზავნება ლუგარის ცენტრში. ამ დროისთვის, რეგიონში გვაქვს 9 დადასტურებული შემთხვევა, ყველა გადაყვანილია სპეცილიზირებულ კლინიკაში, სადაც უტარდებათ შესაბამისი მკურნალობა. შემიძლია გითხრათ, რომ მათი მდგომარეობა სტაბილურია“, - აღნიშნა სიმონ გულედანმა.

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, დღეს, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისის შესასვლელთან საკონტროლო პუნქტი განთავსდა, სადაც გამვლელებს თერმოსკრინინგი და PCR ტესტირება უტარდებათ.

აღნიშნული გადაწყვეტილების მიღება მას შემდეგ მოხდა, რაც გორის ერთ-ერთ რესტორანში გამართული ქორწილის მონაწილეთა ნაწილს კორონავირუსი დაუდგინდა.

კვირის ამბები