გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისში სწავლა, 1-ელ ოქტომბრამდე, დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება, - ამის შესახებ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა განაცხადა. მისივე თქმით, აღნიშნული გადაწყვეტილება გავრცელედება ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანის, ასევე, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდისა და ჩახაკაურას საჯარო სკოლებზეც.
„COVID 19-ის გავრცელების პრევენცის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისის, ასევე, ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანის, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სოფელ ზოდისა და ჩახაკაურას საჯარო სკოლებში სწავლა 1-ელ ოქტომბრამდე, დისტანციურ რეჟიმში გაგრძელდება,. ამასთან, აღნიშნულ მუნიციპალიტეტებში ყველა შემსვლელი და გამსვლელი დაექვემდებარება ტესტირებას და თერმოსკრინინგს“, - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ნათია მეზვრიშვილმა.
შეგახსენებთ, რომ უწყებათშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილების შესაბამისად, COVID-19-ის გავრცელების პრევენციისა და მოქალაქეთა აქტიური მონიტორინგის მიზნით, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ ქიწნისთან, ასევე, კახეთისა და გურიის რეგიონებში, სოფლების - მატანის, ზოდისა და ჩხაკაურას მიმდებარედ საკონტროლო პუნქტები მოეწყო.