დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის რეგიონული მართვის დეპარტამენტის შიდა ქართლის განყოფილების უფროსის, ეკა ქორჩაშვილის განცხადებით, გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, ეპიდკვლევა ინტენსიურ რეჟიმში გრძელდება, ქორწილის კონტაქტებიდან, დამატებით, 170 პირის ნიმუშია აღებული და ტესტირება კვლავ გრძელდება.
შეგახსენებთ, გორის ერთ-ერთ რესტორანში გამართულ ქორწილში სტუმრადმყოფ ორ პირს და სიძეს კორონავირუსი დაუდასტურდა, გუშინ კი ქორწილში მყოფთაგან კიდევ 8 პირს დაუდგინდა კორონავირუსით ინფიცირება.
ინფექციური საავადმყოფოს კლინიკური დირექტორის, მარინა ეზუგბაიას განცხადებით, გორში გამართული 100-კაციანი ქორწილი
გორსა და ახმეტის მუნიციპალიტეტის სოფელ მატანში არაერთი მოქალაქის დაინფიცირების მიზეზი გახდა.
3 031 საარჩევნო უბნიდან 483 საარჩევნო უბანი განთავსებულია საბავშვო ბაღების შენობებში, 1675 საარჩევნო უბანი - სკოლების შენობებში
2025 წლიდან, საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში მონაწილეობის მიღებას მხოლოდ საერთაშორისო აკრედიტაციის მქონე სამედიცინო დაწესებულებები შეძლებენ
კანონის მიხედვით, 17 მაისი საკანონმდებლო დონეზე ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღედ დგინდება და დასვენების დღედ ცხადდება