საზოგადოება
12.09.2020 10:37
საქართველოში კორონავირუსით ინფიცირების 158 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

ბოლო 24 საათში, საქართველოში კოვიდ 19-ით ინფიცირების 158 ახალი შემთხვევა დადასტურდა და ინფიცირებულთა საერთო რაოდენობა 2075 გახდა. 

მთავრობის მიერ შექმნილ სპეციალურ ვებგვერდზე - stopcov.ge-ზე გამოქვეყნებული ინფორმაციით, 9-ით გაიზარდა გამოჯანმრთელებულთა რიცხვი და 1363 გახდა.

კარანტინის რეჟიმში იმყოფება 5882 ადამიანი, სტაციონარული მეთვალყურეობის ქვეშ არის 390 პირი.

კორონავირუსის შედეგად ქვეყანაში 19 პაციენტი გარდაიცვალა.

 

კვირის ამბები