საზოგადოება
11.09.2020 23:52
მივმართეთ სასამართლოს, მეზობელს აეკრძალა ძაღლის ქუჩაში გამოყვანა საბელისა და ალიკაპის გარეშე, მაგრამ არ ასრულებს - გორში ძაღლმა მოზარდი დაკბინა

გორში, ჭავჭავაძის ქუჩაზე, ძაღლმა გამვლელი არასრულწლოვანი დაკბინა. დაშავებული 17 წლის გოგონა სასწრაფო დახმარების ჯგუფმა კლინიკა ,,გორმედში“ გადაიყვანა.

კლინიკაში აცხადებენ, რომ პაციენტს ამბულატორიული მკურნალობა გაეწია, მოხდა ჭრილობის დამუშავება, ჩაუტარდა შესაბამისი აცრა და გაეწერა ბინაზე.

დაშავებულის ოჯახის წევრები აცხადებენ, რომ ძაღლი მიუსაფარი არ არის და იგი მათ მეზობელს ეკუთვნის. როდესაც შემთხვევა მოხდა, სწორედ აღნიშნულ მეზობლები ასეირნებდნენ ძაღლს ქუჩაში.

,,შეუძლებელი გახდა აქ ცხოვრება, საერთო ეზოა და სახლიდან ვეღარ გამოვდივართ. 70 კილოგრამიანი ძაღლია, ჯერ ჩემს მეუღლეს უკბინა, შემდეგ სხვა მეზობლის ბავშვს, ახლა - ჩემს შვილიშვილს. ორჯერ მივმართეთ სასამართლოს, გამოიტანეს დადგენილება, რომლითან მეზობელს აეკრძალა ძაღლის ქუჩაში გამოყვანა საბელისა და ალიკაპის გარეშე, მაგრამ არ ასრულებენ ამ გადაწყვეტილებას“, - განაცხადა დაშავებული მოზარდის პაპამ ავთანდილ ღონღაძემ.

შემთხვევის ადგილზე სამართალდამცავები მუშაობენ.

 

კვირის ამბები