საზოგადოება
11.09.2020 16:00
თბილისში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში 15 სექტემბრიდან სწავლა დისტანციურად განახლდება

თბილისში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში 15 სექტემბრიდან სწავლა დისტანციურად დაიწყება, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შედმეგ გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

„ჩვენ ისედაც მზად გვქონდა სწავლების ჰიბრიდული ფორმა, რომელიც 15 ოქტომბრიდან ყველგან უნდა დაწყებულიყო, თუმცა, არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარებიდან გამომდინარე, აღნიშნულ ქალაქებში სწავლა დაიწყება დისტანციურად, თუმცა, კლასებში სწავლა 1-ლი ოქტომბრიდან დაიწყება“, - აღნიშნა პრემიერ-მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, თბილისში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში სასწავლო პროცესის სკოლაში დაწყების თარიღი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო.

კვირის ამბები