საზოგადოება
11.09.2020 15:44
რატომ გადაიდო სასწავლო პროცესის დაწყების თარიღი მხოლოდ დიდ ქალაქებში - ჯანდაცვის მინისტრის განმარტება

უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე, ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ განმარტა, თუ რატომ გადაიდო სწავლა საქართველოს სკოლების ნაწილში.

„სწავლა მხოლოდ დიდ ქალაქებში გადავადდება, რადგან დიდ ქალაქებში ადამიანების მობილობა არის ბევრად მაღალი და ასევე, აქ გვაქვს საშუალება, ინტერნეტიზაციიდან გამომდინარე, რომ სწავლა დაიწყოს ჰიბრიდული მეთოდით და შესაბამისად, არ შეფერხდეს სწავლის პროცესი“, - განაცხადა მინისტრმა.

შეგახსენებთ, რომ თბილისსა და მსხვილ ქალაქებში, გორში, რუსთავში, ქუთაისში, ზუგდიდსა და ფოთში სასწავლო პროცესი 1-ელ ოქტომბრამდე გადაიდო.

კვირის ამბები